მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპოზიცია საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავს

6038c65e7e3ef
ინგა მურუსიძე
26.02.21 13:53
564
თბილისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და  "ნაციონალური მოძრაობის"  წევრების ნიკა მელიას და გიორგი რურუას  პატიმრობიდან გათავისუფლება.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ თქვა, დღეიდან პროტესტის უწყვეტი ტალღა იწყება.

„საპროტესტო აქცია არ შეწყდება, რაც ნიშნავს იმას, რომ დავრჩებით პარლამენტთან; როცა სხდომა გაიმართება, განვახორციელებთ პარლამენტის პიკეტირებას, დეპუტატები საკეკლუცოდ სადმე წავლენ და გავყვებით“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

საპროტესტო აქცია სახელწოდებით - „მსვლელობა თავისუფლებისთვის“, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაგრძელდება, სადაც 15:00 საათზე პოლიტიკური გამოსვლები დაიწყება.