22.ივნისი .2022 18:33

ოპოზიციის გაცხარება ბუნებრივია, რადგან საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები აქვს - სონღულაშვილი

ოპოზიციის გაცხარება ბუნებრივია, რადგან საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები აქვს - სონღულაშვილი
views 794
უკან

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი დაინტერესდა, რას აკეთებს მთავრობა სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებით, რომელზეც ომის გამო მოთხოვნა გაიზარდა. 

“ის შედეგები, რაც თქვენ წარმოადგინეთ, რა თქმა უნდა, ყველაფრისმთქმელია. აქედან გამომდინარე, ეს გაცხარებაც, რაც აქვთ(ოპოზიციას) ბუნებრივია, რადგან ერთ-ერთი საუკეთესო შედეგებია. თუ ევროპასთან საქართველო ახლოს ყოფილა, ალბათ დღეს ყველაზე ახლოსაა. თუ კითხვა ეხება იმას, რომ მეტი გვინდა რა თქმა უნდა, მეტი გვინდა და გეგმაც გვაქვს, როგორ უნდა ვიმუშაოთ. 

რაც შეეხება კითხვებს, როგორც იცით, რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე კიდევ უფრო გაიზარდა საქართველოს კორიდორის ფუნქცია. იმისთვის, რომ მზად ვიყოთ და შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გავტაროთ ეს ტვირთები, რას ვაკეთებთ? ასევე, ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით დიდ პროექტებზე რა გეგმები გვაქვს? ამასთან, მნიშვნელოვანია შავი ზღვის კაბელი, რითაც საქართველოს შესაძლებლობა ექნება ევროპის კონტინენტს დაუკავშირდეს. ამასთან დაკავშირებით თუ შეიძლება რომ ისაუბროთ”,-განაცხადა სონღულაშვილმა. 

დღეს, 22 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარბაშვილმა პარლამენტს საკუთარი ანგარიში წარუდგინა, თუმცა თითქმის მთელი გამოსვლა ღარიბაშვილმა ოპონენტების კრიტიკას დაუთმო. პრემიერმა  მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ევროკომისიის რეკომენდაცია დაასახელა, რომლითაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა უკრაინას და მოდოვას კი კანდიდატი ქვეყნების სტატუსი. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა