მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპრა უინფრი Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანების სიას დაუბრუნდა

5ef07ea45ae5f
ნათია თაქთაქიშვილი
23.06.20 00:10
1714
ამერიკული Forbes-ის მიხედვით, ოპრა უინფრი Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანების სიას დაუბრუნდა. ამჟამინდელი მონცემებით უინფრი 91-ე ადგილზეა.

ბოლო 12 თვის მანძილზე მისი შემოსავალი 37 მლნ დოლარით გაიზარდა - პირველ რიგში ვიდეოსერვისის "Apple TV+"-თან მომგებიანი კონტრაქტის წყალობით.

გარიგების ზუსტი თანხა უცნობია, თუმცა, საუბარია მრავალ მილიონზე. 2020 წლის მანძილზე ოპრამ ვიდეოსერვისთან თანამშრომლობით 10 მლნ დოლარი გამოიმუშავა, თუმცა, ეს ანაზღაურების მხოლოდ მცირე ნაწილია.

ტელეწამყვანს შემოსავლის სხვა წყაროებიც აქვს - ტელესტუდია The Oprah Winfrey Network, დიეტოლოგიური კომპანია WW International, და ჟურნალი The Oprah Magazine.

ოპრა უინფრის ჯამური ქონება 2,6 მლრდ დოლარს შეადგენს.