მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Optimo 1 წლისაა - სერვისით 600 კომპანია სარგებლობს

5f804e21642de
ლიკა გურაბანიძე
11.10.20 09:30
1719
Optimo არის კომპანია, რომელიც სხვადასხვა ბიზნესს მარაგების მართვაში ეხმარება. Optimo-ს ერთწლიან წარმატებაზე “საქმიან დილაში” სტუმრობისას კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ფოფხაძემ თქვა, რომ Optimo-ს სერვისით ერთი წლის თავზე 600 კომპანია სარგებლობს. მან კომენტარი პანდემიის დროს შექმნილ ახალ პროექტზეც გააკეთა.

“პანდემიის დროს ისეთი ვითარება შეიქმნა, როდესაც ჩვენი მომხმარებლების უმეტესობას დახურვა მოუწია. სწორედ ამ დროს პროექტი ადაპტერი შეიქმნა, რომელიც ელექტრონულ კომერციას მივაბით. შედეგად, Optimo-ს მეშვეობით მაღაზიებში მარაგების მართვა მარტივი გახდა და ამით ყველა ჩვენ მომხმარებელს, საშუალება მივეცით, რომ ონლაინ გაყიდვებზე გადასულიყვნენ, არ შეეჩერებინათ ბიზნესი და კომპანიები დისტანციურად ემართათ. გამოდის, რომ Optimo-სთვის პანდემია იყო შანსი, რომ უკეთესი გამხდარიყო", - განაცხადა ნიკოლოზ ფოფხაძემ.

Optimo-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმითვე, კომპანიას ეკოსისტემის შექმნა სურს, სადაც მსხვილ ბიზნესებთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესებიც ჩაერთვებიან.

“Optimo-ს ეკოსისტემის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ის ტექნოლოგია, რომელსაც მსხვილი მოთამაშეები იყენებენ, ხელმისაწვდომი გავხადეთ და მას მცირე და საშუალო ბიზნესიც იყენებენ", - აღნიშნა ფოფხაძემ.

ცნობისთვის: Optimo 2019 წელს შეიქმნა; ის მაღაზიებში მარაგების მართვის საშუალებაა, რომელიც მათ საოპერაციო ნაწილს უმარტივებს. კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებაში ეხმარება. Optimo სურსათის და ტექნიკის მაღაზიებს ემსახურება, ასევე დაამატა საცხობების და საკვები პროდუქტების სივრცეები, ხოლო უახლოეს მომავალში კაფეების და რესტორნების მოდულის დამატებას გეგმავს.