მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს აფრთხილებს: მეც აღარ განვავითარებ ჩემს წარმოებას!

5e035a3c6600c
ვიქტორია მღებრიშვილი
25.12.19 18:00
5031
ფარმაცევტული კომპანია PSP-ს დამფუძნებელი და პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის მინისტრს აკრიტიკებს და აცხადებს: „რისკები ბევრია - ჯანდაცვის სფეროს არაადეკვატური მართვა, არ ვიცით რა იქნება ხვალ“

ამის შესახებ კახა ოქრიაშვილმა BM.GE-ისთან 2019 წლის შეფასებისას განაცხადა.

„2019 წელი ნორმალური წელი იყო კომპანიისთვის, უკეთესიც შეიძლებოდა. ყველაზე ნეგატიური იყო ჯანდაცვის სფეროში ამოქმედებული 520-ე დადგენილება და არ ვიცით რა იქნება, გაურკვევლობაა... კურსი გაიქცა, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ცუდია ქვეყანაში, რისკები ბევრია - ჯანდაცვის სფეროს არაადეკვატური მართვა, არ ვიცით რა იქნება ხვალ. კიდევ რაღაც დადგენილებას გააკეთებენ. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სფეროს მოგება არ უნდა ჰქონდეს, თუ მოგება არ უნდა ჰქონდეს, მაშინ ვინ ჩადებს ფულს?! ფარმაციაში ბევრი აქვთ მოგება და არ ვიცითო, არ იცით? ადექით, ჩახედეთ! თუ არ იცის, რას არეგულირებს?! არ ჩაუხედიათ და ისე აცხადებენ. სხვა მოტივაცია აქვთ, კონკრეტულად რა არ ვიცი. გამოჩნდება ყველაფერი“, - ამბობს PSP-ს დამფუძნებელი.

მისივე თქმით, მინისტრის განცხადებები უინტერესოა და თუ ამგვარი არაადეკვატური ქმედებები გაგრძელდება, ის საქართველოში წარმოებას აღარ განავითარებს.

„არ მაინტერესებს მინისტრის განცხადებები, იმიტომ რომ, არ არის საინტერესო ჩემთვის. მწარმოებლებისთვის საქართველო ისედაც უინტერესო ქვეყანაა, პატარა ქვეყანაა, ფარმაცევტული ბაზარიც პატარაა. მწარმოებლებიდან მარტო მე ვარ აქ და მეც აღარ განვავითარებ ჩემს წარმოებას, იმიტომ რომ ჯანდაცვის სამინისტრო მხარში არ გვიდგას, ზოგადად კარგი პირობები არ არის ბიზნესისთვის, ვფიქრობთ, რომ საზღვარგარეთ სხვაგან განვავითაროთ ჩვენი წარმოება 2020 წლიდან და მერეც. წარმოება სოკო არ არის, აქ ამოვიდეს. აქ უკვე ერთი საწარმო ავაშენეთ და ჯერჯერობით ეგ იქნება, და თუ ძალიან მოუჭერენ და ძალიან გააუარესებენ იმასაც დავხურავთ და გადავიტანთ საზღვარგარეთ“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.