მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქრო, ღვინო, სუნამო და ა.შ - რას ვყიდით შვეიცარიაში?

5ef30bd63da11
ვიქტორია მღებრიშვილი
25.06.20 09:00
1474
2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტმა, რეექსპორტის გარეშე, 894 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.

აღნიშნული შემცირების მიუხედავად, ადგილობრივი ექსპორტი რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის შვეიცარიაში 31%-ით გაიზარდა და 35.9 მლნ დოლარი შეადგინა (2019 წლის იანვარ-მაისი - 24.8 მლნ დოლარი).

BM.GE-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემებით მიხედვით, იანვარ-მაისში შვეიცარიაში ძირითადად 5 დასახელების პროდუქტის ექსპორტი განხორციელდა:

1. ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 35.2 მლნ დოლარი, 1 ტონა;
2. სუნამოები და ტუალეტის წყალი - 282.6 ათასი დოლარი, 3.2 ტონა;
3. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 166.5 ათასი დოლარი, 1.9 ტონა;
4. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 156.6 ათასი დოლარი, 462.1 ტონა;
5. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 34.8 ათასი დოლარი, 3 463 ლიტრი;

დანარჩენი საქონლის ადგილობრივმა ექსპორტმა კი 9.3 ათასი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ექსპორტიორებს, ამ პერიოდში საქართველოდან შვეიცარიაში ექსპორტს შემდეგი კომპანიები ახორციელებდნენ: შპს პრესტიჟი; შპს ივერია ფრანსი; შპს RMG Gold; სს კორპორაცია ქინძმარაული; შპს თელედა; შპს წინანდლის ვენახები; შპს აკადემი გრუპ; შპს "ოქრო ჯგუფი"; შპს ეკონია პაილოტ; შპს IRRICULT GE.