მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქრო, როგორც მეინსტრიმული ინვესტიცია

61409b8f80784
BM.GE
15.09.21 09:45
1822
ისტორიულად ოქრო მაღალი ღირებულების აქტივია, რომელიც ყოველთვის სასურველი და მოთხოვნადია და არასდროს კარგავს აქტუალობას. ოქროს ბაზარი დღესაც პროაქტიულად ვითარდება და მრავალფეროვან, მზარდ ინდუსტრიად ყალიბდება, რაზეც მეტყველებს მისი წარმოების მოცულობის სამჯერ, რეალიზაციის კი 4-ჯერ ზრდა. გლობალურად, ოქროზე
საშუალო წლიური მოთხოვნა 4,100 ტონას შეადგენს, რაც დაახლოებით, 166 მილიარდი აშშ დოლარია (LBMA ძვირფასი ლითონის ფასების ინდექსის მიხედვით).

ოქროს თანამედროვე ბაზარი მომხმარებელთა ოთხ ძირითად სექტორს მოიცავს; მოთხოვნის საშუალო სიდიდე კი ასე ნაწილდება:

• საიუვილერო წარმოება - 54%
• ინვესტიცია - 30%
• ტექნოლოგია - 10%
• ცენტრალური ბანკები - 6%

აღსანიშნავია ისიც, რომ ოქროში ინვესტირებით დაინტერესება მზარდია და განპირობებულია მისი ლიკვიდურობით. ოქრო არ არის ვალდებულება და არ შეიცავს კონტრაგენტის რისკს, მას შეუძლია ფუნდამენტური როლი შეასრულოს საინვესტიციო პორტფელში, რადგან მოქმედებს, როგორც დივერსიფიკატორი და ბაზრის სტრესის დროს დანაკარგების შესამცირებელი
საშუალებაა.

ოქროზე მოთხოვნა მსოფლიოში საშუალოდ 18%-ითაა გაზრდილი; მისით დაინტერესებული ინვესტორების სპექტრი მერყეობს ფიზიკური პირებიდან საპენსიო და სუვერენული სიმდიდრის ფონდებამდე, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ბაზრებზე.

ოქროში ინვესტიცია საქართველოშიც არანაკლებ აქტუალურია, რაზეც საქსტატის მონაცემებიც მეტყველებს. 2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან 37, 759 000 მლნ დოლარის ნახევრად დამუშავებული ოქროს ექსპორტი განხორციელდა, 2020 წელს ოქროს ექსპორტმა 95,5 მლნ დოლარი შეადგინა, 2019 წელს კი საქართველოდან ოქროს ექსპორტი 72 მლნ დოლარს აჭარბებდა.

საქართველოში მრავლად გვხვდება ოქრო-პოლიმეტალური რესურსების პერსპექტიული მადანგამოვლინებები, რომელთაგან ბევრი ჯერ კიდევ დაუმუშავებელი და შესაბამისად, ხელმისაწვდომია. იქიდან გამომდინარე, რომ ოქროს, როგორც ძვირფასი მეტალის შესწავლასა და მოპოვებას სათანადო ლიცენზია სჭრიდება, ამ საკითხში კვალიფიციური მხარდაჭერა ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია. ამ კუთხით საქართველოში კომპანია Colliers Georgia Mining and Minerals ოპერირებს, რომელსაც შეუძლია საინვესტიციოდ მიმზიდველი აქტივის შერჩევაში მხარდაჭერა ტექნიკურ-ეკნომიკური კვლევებისა და სათანადო უფლებრივი დოკუმენტების მიღების მიზნით.

mm.colliers.ge | +995591222227 | maia.zavrashvili@colliers.ge 

(NS)