მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოქროს დრო", რომელიც ეპიდემიოლოგებმა ქვეყანას მისცეს, ადეკვატურად ვერ იქნა გამოყენებული“

5fb7a055a154a
ინგა მურუსიძე
20.11.20 15:22
1027
"სიტუაცია საკმაოდ დრამატულია", - ასე აფასებს ჯანდაცვის სპეციალისტი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ნინო მირზიკაშვილი დღეს ჯანდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას. 

„სიტუაცია საკმაოდ დრამატულია. კორონავირუსი უკან დახევას არ აპირებს. მოსაზრებას, რომელიც ეხება სრულ ლოქდაუნს, აქვს თავისი გამართლება. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეკონომიკა მეორე ლოქდაუნს ვეღარ გაუძლებს და წერტილოვანი შეზღუდვები საკმარისია. მთავარი არის კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესება. მოქალაქეებმა აუცილებლად სწორად უნდა გაიგონ, თუ რატომ დაწესდა ესა თუ ის შეზღუდვა, რომ მერე ის კეთილსინდისიერად შეასრულონ. მიზანშეწონილად მივიჩნევთ სააღსრულებო დისციპლინას. ჩვენ დღემდე არ ვიცით, რამდენი ადამიანი დაჯარიმდა, ვისაც პირბადე არ ეკეთა“, - განაცხადა "ანალიტიკაში" მირზიკაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, გამოიყენა თუ არა ჯანდაცვის სისტემამ პანდემიის პირველი ტალღის შემდგომი პერიოდი მოსამზადებლად, ჯანდაცვის სპეციალისტი ამბობს, რომ „ის ოქროს დრო, რომელიც ეპიდემიოლოგებმა ქვეყანას მისცეს, ადეკვატურად ვერ იქნა გამოყენებული“.

„თავად გადაწყვეტილებების მიმღებები აღიარებენ, რომ ასეთ რიცხვებს არ ელოდნენ. ჩემთვის გასაკვირია, რატომ არ ელოდნენ. ევროპაში ჩვენ ვხედავდით მზარდ მატებას და ეს უნდა გაგვეთვალისწინებინა“, - განაცხადა მირზიკაშვილმა.

ამასთან, ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ არსებული უწყებათშორისი საბჭო უნდა გაფართოვდეს და მასში სპეციალისტებთან ერთად უნდა შედიოდეს როგორც ბიზნესის, ისე ეკლესიის წარმომადგენლები იმისთვის, რომ რიგი გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდოს.