მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროს ექსპორტი შემცირდა - სად ვყიდით ძვირფას ლითონს?

61431b44a2e13
ვიქტორია მღებრიშვილი
17.09.21 00:14
2896
მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოდან ოქროს ექსპორტი შემცირდა. მიუხედავად ამისა, დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქროს რეალიზაციას ადგილობრივ ექსპორტში, 10 მთავარ საექსპორტო საქონელში 2.2%-იანი წილი უკავია.

ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანამ 1.1 ტონა ოქროს ექსპორტით 36.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. წინა წლის აღნიშნულ პერიოდთან შედარებით კლება 27.7%-ია, ხოლო 2019 წლის 7 თვესთან შედარებით ოქროს რეალიზაცია 6.4%-ითაა შემცირებული.

მნიშვნელოვანია, რომ დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქროს მთავარ მოწინავე საექსპორტო ბაზრის სტატუსს წლების განმავლობაში შვეიცარია ინარჩუნებს. ოქროს რეალიზაცია კი მიმდინარე წლის 7 თვეში 4 ქვეყანაში განხორციელდა:

1. შვეიცარია - 34.2 მლნ დოლარი, 1.07 ტონა;
2. გერმანია - 1.5 მლნ დოლარი, 0.04 ტონა;
3. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 784.8 მლნ დოლარი, 0.02 ტონა;
4. თურქეთი - 241.9 მლნ დოლარი, 0.01 ტონა.