მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროს ფასმა ბოლო 7 წლის მაქსიმუმს მიაღწია

5e4e78438f55d
ნათია თაქთაქიშვილი
20.02.20 22:30
1195
ოქროს ღირებულებამ მსოფლიო ბაზარზე 7 წლის განმავლობაში მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ვაჭრობის შედეგად 1 უნციის ფასმა 2,000 აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Yahoo ავრცელებს.

ექსპერტები ამის მიზეზად კორონავირუსისგან გამოწვეულ გაურკვევლობებს ასახელებენ. ასეთ არაპროგნოზირებად შემთხვევებში, კომპანიები და ინვესტორები დამცავ ინსტრუმენტებს მიმართავენ, ერთ-ერთ ასეთ ინსტრუმენტად კი ტრადიციულად ოქრო ითვლება.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, 1 უნცია ოქროს ფასი, შესაძლოა, ეტაპობრივად შემცირდეს 1,700 აშშ დოლარამდე 6-12 თვიან პერიოდში.