საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი ბოლო ორი წლის განმავლობაში მინიმუმამდე დაეცა. დღეს ერთი უნცია ოქროს ფასი 1 628-დან 1 650 დოლარამდე მერყეობს. 27 სექტემბერს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ოქრო საშუალოდ 1 642 დოლარად ივაჭრებოდა.
Marketwatch-ის ინფორმაციით, ბოლო სამ თვეში ოქროს ფასმა 10.7%-ით დაიკლო, ხოლო გასულ წელთან შედარებით თითქმის 6.5%-იანი კლება შეინიშნება.
Galt&Taggart-ის უფროსი ასოცირებული ბროკერი რატი მესხიშვილი განმარტავს, რომ ძვირფასი ლითონის გაიაფების უმთავრესი მიზეზი ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდა და დოლარის გამყარებაა.
„ძირითადად ეს გამოწვეულია იმით, რომ დოლარი სხვა ვალუტებთან მიმართებით გამყარდა. გარდა ამისა, მიზეზია ისიც, რომ ამერიკამ საკმაოდ ადრე დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. შესაბამისად, დოლარში ინვესტიციის გაკეთება უფრო მიმზიდველი გახდა. ამის გამო, თანხები, რომლებიც იდო სხვა აქტივებში, გადავიდა დოლარში. ოქროს ფასის ვარდნა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. თუ საპროცენტო განაკვეთების ზრდა გაგრძელდება, შესაძლოა ოქროს ფასმა კიდევ დაიკლოს“, - განაცხადა რატი მესხიშვილმა.
მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები საქართველოზეც ახდენს გავლენას. ოქროს გაიაფება ადგილობრივ ბაზარზეც დაიწყო. როგორც BMG-ის თბილისის ოქროს ბირჟაზე უთხრეს, 1 გრამი 585 სინჯის ოქრო 90 ლარი ღირს, ხოლო უმაღლესი სინჯის ოქროს ფასი 155-160 ლარამდეა.
„რაც საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასმა კლება დაიწყო, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთანაც აისახა. 1 გრ. 585 სინჯის ოქროს ფასი 90 ლარია, ხოლო 1 გრ. 999 სინჯი ოქროს ფასი 155-160 ლარამდე მერყეობს. ეს ნედლეულის ფასია და არა ნაკეთობის. ფასთა ცვლილება ძირითადად ისეთ ნაკეთობებზე აისახება, რომლებიც წონით იყიდება, მაგალითად: საქორწინო ბეჭდებზე, ყელსაბამებსა და სამაჯურებზე. რაც შეეხება ბრილიანტის ან სხვა ძვირფასი ქვების სამკაულებს ან ძველებურ ნივთებს, მათზე ასეთი ცვლილებები დიდად არ მოქმედებს“, - განაცხადა თბილისის ოქროს ბირჟის დილერმა ნინო ჩიხელიძემ.
საიუველირო მაღაზია „ზარაფხანაში“ ამბობენ, რომ ნედლეულის გაიაფების მიუხედავად, ოქროს ნაკეთობებზე ფასის კლება ვერ მოხდება. როგორც „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ BMG-ის უთხრა, მკვეთრად არის გაძვირებული ძვირფასი ქვები და სხვა დამხმარე მასალა, რაც ნაკეთობების გაიაფების საშუალებას არ იძლევა.
„ოქრო რომ ოქროს ნაკეთობად ვაქციოთ, ძალიან ბევრი დამხმარე მასალა გვჭირდება - შენადნობები, ძვირფასი ქვები და ა.შ. ბრილიანტის ფასი 2022 წლის თებერვალთან შედარებით თითქმის 2-ჯერ არის გაზრდილი. ამის მიზეზი უკრაინა-რუსეთის ომია. იმდენი რამ გაძვირდა ჩვენ გარშემო, რომ ოქროს გაიაფება ამას ვერ აკომპენსირებს. ოქრო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ძირითადი ნედლეულია, მაგრამ დამხმარე მასალების, ტრანსპორტირების და სხვა ხარჯების გაძვირებამ ლამის გადაფაროს ოქროს გაიაფება“, - განაცხადა „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო, მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასის დაღმასვლა გაგრძელდება. მეორე მხრივ, რეცესიის შიშმა შესაძლოა, ძვირფასი ლითონის გაძვირებას ხელი შეუწყოს. მიუხედავად ყველაფრისა, ინვესტორებისთვის ოქრო მაინც ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო აქტივად რჩება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი