25.სექტემბერი .2020 00:00

ოქროს რა მარაგი დარჩა მოსაპოვებელი მსოფლიოში?

views 622
უკან

გასულ თვეს ოქროს ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და უნციაზე $2,000-ს ასცდა.

ფასის აწევა ამ ძვირფასი ლითონით მოვაჭრეებმა გამოიწვიეს, თუმცა არსებობს კითხვები მის მიწოდებასა და მისი გამოლევის თაობაზე.

ოქრო საკმაოდ მოთხოვნადი ინვესტიციაა, სტატუსის სიმბოლო, და ბევრი ელექტრონული პროდუქტის მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტიც გახლავთ.

მაგრამ იგი, აგრეთვე, გამოლევადი რესურსიცაა და, შესაბამისად, ის დღე, როდესაც მისი მოპოვება შეუძლებელი გახდება, აუცილებლად დადგება.

ოქროს პიკი

ექსპერტები საუბრობენ ოქროს პიკზე - როდესაც წლიური მოპოვება ყველა გასულ წელთან შედარებით მაღალი იქნება. ზოგს სჯერა, რომ ამ მწვერვალს უკვე მივაღწიეთ.

World Gold Council-ის თუ დავუჯერებთ, 2019 წელს, ოქროს მოპოვების წარმოებამ 3,531 ტონა შეადგინა, გასულ წელთან შედარებით 1%-ით ნაკლები. ეს, 2008 წლის შემდეგ, წინა წლებთან შედარებით პირველი კლება იყო წარმოებაში.

"ოქროს მიწოდების მცირედ შენელების ან შემცირების მიუხედავად - არსებული რეზერვების გამოლევისა და ახალი აღმოჩენების მცირე ალბათობის გამო - წარმოების პიკის შესახებ საუბარი ცოტა ნაადრევია,“ - ამბობს ჰანა ბრენდსტაეტერი, World Gold Council-ის პრესსპიკერი.

მაშინაც კი როდესაც ოქროს პიკი იქნება, ექსპერტები ფიქრობენ, რომ წარმოების მკვეთრად შემცირება ნაკლებად სავარაუდოა. უფრო მოსალოდნელია ეტაპობრივი გამოლევა.

“მოპოვებითი საქმიანობა მუდმივი გახდა და, ალბათ, დაღმავლობას გააგრძელებს, მაგრამ - არა მკვეთრად, “ - ამბობს როს ნორმანი, MetalsDaily.com-იდან.

მაშინ, რამდენი დარჩა?

მომპოვებელი კომპანიები დარჩენილი ოქროს რაოდენობას შემდეგი ორი გზით საზღვრავენ:

რეზერვები - ოქრო, რომლის მოპოვებაც ეკონომიურია მიმდინარე ფასის გათვალისწინებით;

რესურსები - ოქრო, რომლის მოპოვებაც, პოტენციურად, ეკონომიური გახდება მეტი გამოკვლევის შემდგომ ან უფრო მაღალი ფასის შემთხვევაში.

ოქროს რეზერვების მოცულობის გათვლა უფრო ზუსტადაა შესაძლებელი, ვიდრე რეზერვების, თუმცა პირველიც მარტივი საქმე არ გახლავთ.

The U.S. Geological Survey-ის გათვლებით, მიწისქვეშა ოქროს რეზერვების რაოდენობა 50,000 ტონას შეადგენს.

შედარებისათვის, უკვე მოპოვებულია დაახლოებით 190,000 ტონა ოქრო (თუმცა, არსებობენ სხვა ვარაუდებიც).

ამ მონაცემების გათვალისწინებით, დარჩა დაახლოებით ოქროს მოპოვების 20%-ის შესაძლებლობა. მაგრამ ეს გათვლები საბოლოო არ გახლავთ.

ახალმა ტექნოლოგიებმა შესაძლოა მისაწვდომი გახადოს ის რეზერვები, რომელთა მოპოვებაც ეკონომიური არ გახლავთ.

უახლესს ინოვაციათა სიაში შედის - ხელოვნური ინტელექტი, ე.წ big data და მონაცემთა ჭკვიანური მოპოვება, რომელთაც პროცესების ოპტიმიზაციისა და ფასების დაწევის პოტენციალი გააჩნიათ.

ზოგიერთ საბადოში რობოტიკას უკვე იყენებენ და, მოლოდინის მიხედვით, იგი სტანდარტულ ტექნოლოგიადაც გადაიქცევა მომპოვებლობით დარგში.

უდიდესი წყაროები

ოქროს ყველაზე დიდი განცალკევებული წყარო სამხრეთ აფრიკული Witwatersrand Basin-ია. ისტორიაში მოპოვებული ოქროს 30%-ი Witwatersrand-ზე მოდის.

სხვა მსხვილ წყაროებს წარმოადგენენ უკიდურესად ღრმა ჩინური მპონენგის საბადო, ავსტრალიური Super Pit-ი და Newmont Boddington-ი, ინდონეზიური Grasberg Mine-ი და ნევადის საბადოები აშშ-ში.

დღესდღეობით, ჩინეთი მსოფლიოს მოწინავე ოქროს მომპოვებელია. კანადა, რუსეთი და პერუც მსხვილი მწარმოებლები გახლავთ.

კომპანიების განხრით, Barrick Gold-ის ნევადის ოქროს საბადოებიც მსოფლიოში უდიდესი ოქროს მომპოვებელია, აწარმოებს რა 3.5 მილიონ უნციას წელიწადში.

ექსპერტთა მტკიცებით, ახალ საბადოთა აღმოჩენის მიუხედავად, დიდ დეპოზიტთა მიკვლევა თანდათანობით მცირდება.

შესაბამისად, ოქროს წარმოების უმეტესეობა ძველი საბადოებიდან, რომლებიც უკვე ათწლეულებია მუშაობენ, მომდინარეობს.

გართულებული მოპოვება?

მსხვილმასშტაბიანი მოპოვებითი სამუშაოები უკიდურესად კაპიტალ-ინტენსიურია, საჭიროებს ბევრ სამანქანო დანადგარებსა და ექსპერტიზას (როგორც ზემო, აგრეთვე, მიწისქვეშა არეალზე).

დღესდღეისობით, მსოფლიოს მომპოვებლურ ოპერაციათა 60% მიწისზემო საბადოებში მიმდინარეობს, დანარჩენი კი - მიწისქვემოთ.

„მოპოვება რთულდება რადგან მასშტაბური დაბალღირებულებიანი და ძველი საბადოები - როგორებიც, მაგალითად, სამხრეთ აფრიკაშია - თანდათან ცარიელდება,“ - ამბობს როს ნორმანი, MetalsDaily.com-იდან.

„ჩინური საბადოები კი საკმაოდ მცირეა და, შესაბამისად, მათი წარმოება მაღალ ფასებთანაა დაკავშირებული.

ოქროს მოპოვებისათვის შედარებით მცირე ადგილია აღმოსაჩენი, თუმცა დიდი ალბათობით მათი უმეტესობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ რეგიონში მდებარეობს, კერძოდ დასავლეთ აფრიკაში“, - დასძინა მან.

რეკორდული სიმაღლეები

ოქროს ფასების რეკორდული ზრდა, ოქროს მოპოვების გაზრდას არ გულისხმობს.

მეტიც, ოქროს მოპოვების დარგში ცვლილებები ხშირად ოქროს ფასებს საკმაოდ აფერხებს.

რეკორდული ფასები პანდემიას დაემთხვა, უკანასკნელმა კი მოპვებითი სამუშაოები გაართულა (რადგან საბადოები ვირუსი შეჩერების მიზნით დაიხურნენ).

ფასების ზრდა, სინამდვილეში, COVID-19-მაც გამოიწვია, რადგან ინვესტორები - ეკონომიკური გაურკვევლობისას - ოქროს უფრო უსაფრთხო ინვესტიციად აღიქვამენ.

უჩვეულო ადგილები

მიწისქვეშა ოქროს დათვლა რთულია მაგრამ, საბედნიეროდ, იგი ერთადერთი ადგილი არ გახლავთ სადაც ძვირფასი მეტალის მოპოვებაა შესაძლებელი. ოქროს მოპოვება მთვარეზეცაა შესაძლებელი.

თუმცა, ტრანსპორტირებისა და მოპოვების ღირებულება ოქროს მოგებას გაცილებით აღემატება.

ანტარქტიკაში არსებული ოქროს საბადოებიც მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, აუთვისებელია.

ოქრო ოკეანეებშიცაა გაბნეული, თუმცა მოპოვება იქაც არაეკონომიურია.

ოქრო, სხვა ამოწურვად რესურსებისაგან განსხვავებით, გადამუშავებადია. ასე რომ, ოქრო არასოდეს გამოგველევა მისი მოპოვების არარსებობის შემთხვევაშიც კი.

ოქროს დიდი რაოდენობა გამოიყენება ელექტრონულ ნივთებშიც. მაგალითად, საშუალო ზომის ტელეფონი რამდენიმე ფუნტ ოქროს შეიცავს.

Yahoo Finance