12.აგვისტო .2020 16:10

ოქროყანაში დრაივ კონოთეატრი იხსნება

views 500
უკან

ოქროყანაში ახალი დრაივ ინ კონოთეატრი "მუვილენდი" იხსნება.

დღეიდან დრაივ ინ კინოთეატრში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება პირდაპირ ავტომობილებიდან, დიდ ეკრანზე უყუროს კარგად ნაცნობ საყვარელ ფილმებს სეზონისა და ამინდის მიუხედავად.

„პოსტპანდემიურ პერიოდში დრაივ ინ კინოთეატრში გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ნორმა და დისტანციისა და ყველა წესის დაცვით, მაყურებელი შეძლებს განიტვირთოს ღია სივრცეში სუფთა ჰაერზე, დატკბეს ულამაზესი ხედებით და პარალელურად მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან ერთად ისიამოვნოს საყვარელი ფილმებით დიდ ეკრანზე”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ადგილები გათვლილია 100-მდე ავტომობილზე. მუვილენდი ელექტრომობილების მფლობელების ი-სპეის-თან პარტნიორობით, სთავაზობს დრაივ ინ კინოთეატრის ტერიტორიაზე ელექტრომობილის დასამუხტი სადგურსაც.

უახლოეს მომავალში კინოთეატრი სპეციალურ სივრცეს მათთვისაც დაამატებს, ვინც ავტომობილის გარეშე, ფეხით, ველოსიპედით ან მოტოციკლეტით ისურვებს სტუმრობას.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც უშუალოდ ადგილზე, ისე tkt,ge-ს მეშვეობით წინასწარ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა