მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროყანაში, თბილისის ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 1 მლნ ლარი დაიხარჯა

5ddd655194982
BM.GE
26.11.19 21:35
1286
მთაწმინდის რაიონის გამგეობა ოქროყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად, თბილისის ქუჩაზე მიმდინარეობს. მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 10 000 კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალარინების ქსელი, სანიაღვრე არხი და 1000 გრძივი მეტრი ბორდიური. საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში, 1.3 კმ სიგრძის გზა მოწესრიგდა.

ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, ერთი მილიონი ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს კომპანია „პარმა“ ასრულებს.