20.ივლისი .2020 19:35

ოქსფორდის ვაქცინა ორგანიზმის დამცველობით იმუნურ რეაქციას იწვევს

views 712
უკან

ოქსფორდის ვაქცინამ ტესტირება წარმატებით გაიარა - ის ორგანიზმის დამცველობით იმუნურ რეაქციას იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

1,077 ადამიანზე ჩატარებულმა აცრებმა აჩვენა, რომ ინექციის შემდეგ ორგანიზმი კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულებს და ეგრეთ წოდებულ T-უჯრედებს გამოიმუშავებს, რომელთაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის უნარი შესწევთ.

ვაქცინის ტესტირების შედეგები ძალიან პერსპექტიულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი დეტალი რჩება გასარკვევი; მათ შორისაა - არის თუ არა ეს საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი ვირუსისგან სრულად იყოს დაცული.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დიდმა ბრიტანეთმა ვაქცინის 100 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა