მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოქტომბერი პირველი თვე იყო, როცა ვალუტაში სესხები უფრო გაიზარდა, ვიდრე - ლარში"

5dda47197b784
ანი ციხისთავი
24.11.19 13:10
1003

“თიბისი ჯგუფის” მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ, გადაცემა “საქმიან დილაში” გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, ზოგადად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ნიშნავს ეკონომიკური ზრდის შენელებას, თუმცა შეიძლება პირიქითაც მოხდეს, რადგან ქართული საბანკო სისტემა სამ ვალუტაში ოპერირებს და შესაძლოა განსხვავებული შედეგები მოგვცეს იმ შემთხვევაში თუ ევროსა და დოლარში სესხების აღება გააქტიურდა, რაც ასევე მოსალოდნელია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელმაც უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე ბანკებს მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით, 25%-მდე შეუმცირა.

“ოქტომბერი წელს პირველი თვე იყო, როცა უცხოურ ვალუტაში სესხები თვე-თვეზე უფრო გაიზარდა, ვიდრე - ლარში”, - აცხადებს ნადარაია. მისი თქმით, აქამდე არსებული ტენდენციის მიხედვით, ლარში აღებული სესხების რაოდენობა იზრდებოდა.

ნადარაიას განცხადებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, დეპოზიტებში მსგავსი ტენდენცია არ შეინიშნება და პირიქით მისი თქმით, დანაზოგების დოლარიზაცია შენელებულია.