25.ნოემბერი.2015 16:12
საფინანსო სექტორი

ოქტომბერში ბანკებმა 22,2 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს

ოქტომბერში ბანკებმა 22,2 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს
2015 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17-საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.4 მლრდ ლარით, ანუ 1.6 პროცენტით შემცირდა და 24.4 მლრდ ლარი შეადგინა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი 2.0 პროცენტით შემცირდა). საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.8 პროცენტია.

უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 79.7 პროცენტი შეადგინა.

გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. ოქტომბრის თვის წმინდა მოგებამ 22.2 მლნ ლარი შეადგინა.

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 78.5 პროცენტი შეადგინა.

22.აპრილი.2019 17:55
320

ეროვნული ბანკი მოსახლეობას თაღლითური საფინანსო ვებგვერდების შესახებ აფრთხილებს

ვრცლად
22.აპრილი.2019 16:05
1077

“ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველოს სახელმწიფო ვალი გაორმაგდა

ვრცლად
22.აპრილი.2019 15:50
84

აგროდაზღვევა ფერმერებს სტიქიური მოვლენებისგან იცავს - „თიბისი დაზღვევის“ შეთავაზება

ვრცლად
22.აპრილი.2019 14:11
143

რა კითხვები აქვს პარლამენტს ფინანსთა მინისტრთან - ირაკლი კოვზანაძის პასუხი

ვრცლად
22.აპრილი.2019 11:10
60

თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმი იმერეთში ჩატარდა

ვრცლად
22.აპრილი.2019 11:00
132

საქართველოს და ლონდონის საფონდო ბირჟის მიმოხილვა

ვრცლად