ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში 8.4 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 93%-ით ნაკლებია.
აღნიშნულ პერიოდში ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი - 98%, საქართველომ რუსეთის ფედერაციიდან მიიღო, რამაც 8.27 მილიონი კილოვატი შეადგინა. ელექტროენერგიის დარჩენილი 2% საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა. ოქტომბერში იმპორტირებულმა ელექტროენერგიამ ქვეყნის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 1% შეადგინა.
მთლიანობაში, 2021 წლის 10 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი წინა წელთან შედარებით 64%-ით გაიზარდა და მან 1.72 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა.
იმპორტის უდიდესი წილი მიმდინარე წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაზე მოდის, რაც 1.06 მილიარდ კილოვატს შეადგენს. აზერბაიჯანული ელექტროენერგიის იმპორტი 506 მილიონი კილოვატ საათი, თურქული ელექტროენერგიის იმპორტი კი 161 მილიონი კილოვატ საათი იყო.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის თებერვალ-აპრილის პერიოდში, საქართველოს უმსხვილესი ელექტროსადგური "ენგურჰესი" სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაჩერებული იყო და აპრილში ამ ობიექტმა 23.7 მლნ კვტ.სთ ელ.ენერგია გამოიმუშავა. ამ ფაქტორის გამო, საქართველოს დამატებითი იმპორტირებული რესურსი დასჭირდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ