მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში მაროკოში UNWTO-ს გენერალური ასამბლეა გაიმართება - ზურაბ პოლოლიკაშვილი

60181e4a19e39
ვიქტორია მღებრიშვილი
02.02.21 09:45
620
გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, UNWTO-ს შემდგომი აღმასრულებელი საბჭო - გენერალური ასამბლეა ოქტომბერში, მაროკოში გაიმართება.

როგორც „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში ზურაბ პოლოლიკაშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის ორგანიზაცია ტურიზმის განვითარების სურათს სრულყოფილად დაინახავს.

„ოქტომბრისთვის მზად ვიქნებით წარმოვადგინოთ დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები; გვექნება უფრო მეტად ცხადი სურათი როგორ დავინახავთ ტურიზმის ინდუსტრიას უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში. დღეს ძალიან რთულია ამის თქმა და დაგეგმვა“, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, UNWTO მიმდინარე წელს იტალიაში ახალგაზრდული ფორუმის გამართვას გეგმავს, რომელიც უპრეცედენტო იქნება.

„მიმდინარე წელს, გვინდა, მოვიზიდოთ და მეტი შესაძლებლობები მივცეთ ახალგაზრდებს. სავარაუდოდ, ამ ზაფხულს პირველ ახალგაზრდულ ფორუმს ჩავატარებთ, სადაც მოვიწვევთ ბავშვებს და ეს იქნება პირველი ღონისძიება, სადაც ბავშვები და ტურიზმი ერთად იქნება წარმოდგენილი. ფორუმის ჩატარება იტალიაშია დაგეგმილი. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო და ინოვაციური პროექტი გამოგვივა“, - აღნიშნა UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა.