მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოქტომბერში ქართველების ძირითადი მიმართულება სტამბოლია” - "არტ თრეველი"

6155eba651185
ნინი ლონგურაშვილი
30.09.21 22:41
1017
2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში ქართველები ძირითად მიმართულებად სტამბულს ირჩევენ, რადგან ამ პერიოდში სტამბოლი Formula 1-ის მასპინძელია.

როგორც BMG-ის "არტ თრეველის" დამფუძნებელმა ანასტასია გაბუნიამ განუცხადა, პანდემიის პირობებში ამ მიმართულებას საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს და ბილეთების უმეტესობა უკვე გაყიდულია.

“არტ თრეველი საქართველოს ბაზარზე ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ექსკლუზიურად აქვს უფლება, ქართველ მომხმარებლებს “Formula 1”-ის ბილეთის ყიდვის შესაძლებლობა შესთავაზოს. სწორედ ეს შეთავაზება განაპირობებს, რომ ქართველების უმეტესობა ოქტომბრის თვეში ძირითად მიმართულებად სტამბულს ირჩევს. ოქტომბრის დასაწყისში საკმაოდ ბევრი ბილეთია უკვე გაყიდული საქართველოდან.

პანდემიას და რეგულაციებს ხელი არ შეუშლია და მომხმარებლები თავს არ იკავებენ მოგზაურობისგან.
გარდა ამისა, სტამბოლში გამგზავრება დაბალმა ფასმაც განაპირობა. რადგან მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის პაკეტს ვთავაზობთ. ყველაზე დაბალ ფასიანია Silver კატეგორია და საკმაოდ ბუჯეტური გამოდის. ამასთან სტამბოლი არ არის ის მიმართულება, რომელიც მაღალბიუჯეტიანია, იქიდან გამომდინარე რომ პირდაპირი ფრენებია, სასტუმროებიც ხელმისაწვდომია და რეგულაციების გათვალისწინებითაც სტამბოლში გამგზავრება სირთულეს არ წარმოადგენს", - აცხადებს “არტ თრეველი”-ს დამფუძნებელი.