მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში რუსეთიდან ზეთის ექსპორტზე ნულოვანი საექსპორტო ბაჟი იმოქმედებს

6331a4d99b9a0
ვიქტორია მღებრიშვილი
26.09.22 17:34
989
რუსეთში მზესუმზირის ზეთისა და შროტის საექსპორტო გადასახადი ოქტომბერში ნულოვანი იქნება. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათი ინფორმაციით, სექტემბერში ზეთზე საბაჟო გადასახადი ტონაზე 8 621,3 რუბლს (148 დოლარს), შროტზე კი 1 578,5 რუბლს (27 დოლარს) შეადგენს.

გადასახადების განულება კი საორიენტაციო ფასების შემცირების გამო მოხდება. დღეისთვის ზეთის საორიენტაციო ფასი ტონაზე 1 244 დოლარი შეადგინა, ნაცვლად ერთი თვით ადრე არსებული 1 583 დოლარისა. შროტზე საინდიკაციო ფასმა 269.3 დოლარიდან 177 დოლარამდე დაიკლო.

რუსეთში მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე მცურავი საბაჟო გადასახადი 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2022 წლის 31 აგვისტოს პერიოდში დაწესდა. აღსანიშნია, რომ ივლისიდან საბაჟო გადასახადი რუბლში ანგარიშობენ, და არა დოლარში, როგორც ეს ადრე იყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის მზესუმზირის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. მიმდინარე წლის 8 თვეში ქვეყანაში იმპორტირებული 12 991 ტონა ზეთიდან, 10 594 ტონა სწორედ რუსულ ზეთზე მოდის. ამისთვის კი რუსეთში 19.7 მლნ დოლარი გავიდა.