მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი 187 ლარამდე გაიზარდა

5fb22e54cd55d
შოთა ტყეშელაშვილი
16.11.20 11:54
972
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ოქტომბერში საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 3.7 ლარით გაიზარდა და 187,7 ლარს მიაღწია. წლიურ ჭრილში, საარსებო მინიმუმის დონე 5.2 ლარით არის შემცირებული. საქსტატის ანგარიშს არ ახლავს განმარტება იმის თაობაზე, თუ რამ განაპირობა წლიურ ჭრილში ამ მაჩვენებლის შემცირება.

საქსტატის თანახმად, ცალკეული ჯგუფების მიხედვით საარსებო მინიმუმი ასეთია:

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი -187,7 ლარი;
ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 266,0 ლარი;
სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 299,3 ლარი;
ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 332,5 ლარი;
ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 374,1 ლარი;
ექვსსულიანი და მეტი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 442,3 ლარი.

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს. ამჟამად, საარსებო მინიმუმს ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანების საფუძველზე შემდგარი მეთოდოლოგიით ანგარიშობენ. ეს მეთოდოლოგია მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ საკვების ხარჯებს და მასში არ შედის არც ტრანსპორტის, არც ჯანდაცვის, არც კომუნალური ხარჯების, სახლის მოვლის თუ სხვა ტიპის ხარჯები. არაერთი მოწოდების მიუხედავად, მისი დათვლის მეთოდოლოგია წლებია არ შეცვლილა.