28.დეკემბერი .2019 18:00

ოქტომბერში, საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე სულ 45,100 კაცი ვაჭრობდა

views 404
უკან

მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე სულ 45,100  კაცი ვაჭრობდა.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის მიხედვით, ბაზრობებზე დასაქმებულ ადამიანთა 44,3% ქალაქ თბილისზე მოდის, 14,2% - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, 9,8% - ქვემო ქართლის, 9,1% - კახეთის, 7,5% - აჭარის, 7,5% - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 3,6% - შიდა ქართლის, 1,8% - სამცხე-ჯავახეთის, 1,3% - მცხეთა-მთიანეთის და 0,9% - გურიის რეგიონზე ნაწილდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა