მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში საქართველოს ელექტროენერგიის დეფიციტის 99% რუსეთმა დაფარა

5dbec24880c85
დავით ჯალაღონია
03.11.19 16:11
3766
მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოს ელექტროენერგიის დეფიციტის 98.7% რუსეთის ფედერაციამ დაფარა.

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ოპერატიული მონაცემებით, ოქტომბერში იმპორტის მოცულობამ 196.68 მლნ კვტ.სთ შეადგინა, საიდანაც 194.04 მლნ კვტ.სთ – რუსეთიდან, 2.64 მლნ კვტ.სთ კი, აზერბაიჯანიდან განხორციელდა.

საერთო ჯამში, რა თანხა დაუჯდა ოქტომბერში საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი, ამას "საქსტატი", ესკო–ს მონაცემებზე დაყრდნობით, 19 ნოემბერს, საგარეო ვაჭრობის მონაცემების ფარგლებში გამოაქვეყნებს. 2019 წლის სექტემბერში კი, საქართველოში 11 მლნ 731,6 ათასი აშშ დოლარის ღირებულების იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დახარჯულ თანხას (5 მლნ 895,4 ათასი აშშ დოლარი) თითქმის ორჯერ აღემატება.

იანვარიდან სექტემბრის ჩათვლით კი, ელექტროენერგიის იმპორტმა 50 მლნ 360,8 ათასი აშშ დოლარი შეადგინა - 21.9%-ით მეტი, გასული წლის პირველი ცხრა თვის ჯამურ მონაცემებთან (41 მლნ 314.3 ათასი აშშ დოლარი) შედარებით.