13.ნოემბერი .2019 12:40

ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი $316 მილიონამდე გაიზარდა, ზრდის ტემპი 4.4%-ია

views 369
უკან

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს ექსპორტმა $316.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.4%-ით მეტია.

მთლიანობაში, იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი $3.03 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 10.4%-ით მეტია.

2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $10.36 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია. საქსტატის მიხედვით, იმპორტმა $7.33 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 3.1%-ით ნაკლებია.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში $4.29 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.4 პროცენტი შეადგინა.

საქსტატი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს მიმდინარე წლის 19 ნოემბერს გამოაქვეყნებს. სწორედ აღნიშნული ანგარიშიდან გაირკვევა, თუ რა პროდუქტების ექსპორტი არის გაზრდილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა