მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 22.7%-ით გაიზარდა

6195f2ca73bb4
დავით ჯალაღონია
19.11.21 10:10
663
ოქტომბერში, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, გასულ თვეს ამ მაჩვენებელმა მილიარდ 148 მილიონ კილოვატსაათს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.7%-ით მეტია.

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონს, აქ ელექტროენერგიის მოხმარება 15.1%-ით გაიზარდა და 231.7 მლნ კვტ.სთ შეადგინა.

ესკო-ს მონაცემებით, გენერაციის ადგილობრივმა ობიექტებმა მილიარდ 192.3 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც გასული წლის ოქტომბრის მაჩვენებელს 40%-ით აღემატება.