მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები შემცირდა

5de0ebafee097
BM.GE
29.11.19 14:05
748
ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები 23.1 მლნ ლარით შემცირდა და 471.6 მლნ ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ოქტომბრის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.5 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 41.1 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55.3 პროცენტს გაუტოლდა.