მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბრიდან საქართველოს 6 ქალაქში სასწავლო პროცესი სასკოლო ოთახებში გადაინაცვლებს

5f6c6d7e4fdb2
ვიქტორია მღებრიშვილი
24.09.20 13:54
1539
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს 6 ქალაქში სასწავლო პროცესი სასკოლო ოთახებში გადაინაცვლებს, თუმცა გარკვეული პირობებით. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვენელმა ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„1 ოქტომბრიდან ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, 1 ოქტომბრიდან პირველი კლასიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეები საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავს და ზუგდიდს, რაც შეეხება ფოთს და გორს, განსხვავებით ამ 4 ქალაქისგან, ფიზიკურად სწავლა გაგრძელდება ყველა კლასში, იგულისხმება არამხოლოდ 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით, არამედ მეშვიდედან მეთორმეტეს ჩათვლით“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, მშობლებს დისტანციურ და სკოლებში სწავლების ფორმებს შორის არჩევანის შესაძლებლობა ექნებათ.
ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციურად გაგრძელდება სწავლა.