მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბრიდან, თბილისის აეროპორტიდან ახალი ავიაკომპანია იფრენს

632968f2ca9f1
BM.GE
20.09.22 11:16
3187
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია გეგმავს.

"ტავ ჯორჯიას" ინფორმაციით, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, Air Moldova ოქტომბრიდან, თბილისი-კიშინეუს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.

ნოემბრიდან კი, ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს.