მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორ კვირაში ევროპაში მილიონმა ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა - პროფკავშირები

5e861fac156e2
ანუკა ჯოხაძე
03.04.20 00:00
904
ორი კვირაში ევროპაში სულ ცოტა მილიონმა ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა -  ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის პროფკავშირების გაერთიანება აქვეყნებს. ორგანიზაციას უმუშევრობის პრობლემით იმ მილიონმა ადამიანმა მიმართა, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიამდე შრომითი ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული.

სტატიას ამავე თემაზე "ევრონიუსი" აქვეყნებს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ევროპის ქალაქებში ბოლო კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც საქმიანობას წყვეტენ, შესაბამისად, ათავისუფლებენ თანამშრომლებსაც.

დაიხურა ათასამდე მცირე ბიზნესი, რომლებსაც კრიზისის შემდეგ განსაკუთრებით გაუჭირდებათ ბაზარზე დაბრუნება. მილიონი უმუშევარი კი როგორც პროფკავშირების გაერთიანებაში ამბობენ, მხოლოდ დასაწყისია, იქნება უფრო მეტიც, მათი გამარტებით თუ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ მდგომარეობა არ გამოსწორდა, ეს რიცხვი შესაძლოა გასამმაგდეს ან გაოთხმაგდეს კიდეც.