მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორ კვირაში სამეგრელოში 67,840 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

5d977c7f31ac9
თელარა გელანტია
04.10.19 23:00
886
20 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, რიყეში, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანსა და ხობში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ჯამში 67,840 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ.

საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.