19.ოქტომბერი.2018 10:25
ბიზნესი, საზოგადოება

ორბელიანის მოედანზე "KTW ჯგუფის" ახალი სასტუმრო იანვარში გაიხსნება

ორბელიანის მოედანზე "KTW ჯგუფის" ახალი სასტუმრო იანვარში გაიხსნება
თბილისში, ორბელიანის მოედანზე "KTW ჯგუფის" კუთვნილი სასტუმროს მშენებლობა უკვე დასრულებულია, ამის შესახებ Bm.ge-ს ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, რომელიც აღნიშნული ჯგუფის დამფუძნებელია. სასტუმრო 30 ნომრიანი იქნება და სავარაუდოდ იანვარში გაიხსნება.

"ეს იქნება მაღალი დონის სასტუმრო, რომელიც 30 ნომრისგან შედგება. მის გახსნას მომავალი წლის იანვარში, ყველაზე გვიან - თებერვალში ვგეგმავთ. ორადგილიანი ნომრის ღირებულება საშუალოდ 100 დოლარი იქნება. სასტუმროს სახელწოდება ჯერ არ შეგვირჩევია, განვიხილავთ რამდენიმე ვერსიას და ათი სავარაუდო სახელიდან ერთ-ერთს შევარჩევთ, ერთი რაც შემიძლია გითხრათ, ყველა სახელწოდება ორბელიანს უკავშირდება", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ Bm.ge-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე KTW ჯგუფმა უკვე გახსნა 41 ნომრიანი სასტუმრო კახეთში, კერძოდ, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში. "ახაშენი ღვინის კურორტი“ ასე ეწოდა სასტუმროს, რომელიც სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში", DCFTA-სა (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროექტი) და "საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით აშენდა. აღნიშნული პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 7,5 მლნ ლარი შეადგინა.
ავტორი: მაია ბიწაძე

19.აპრილი.2019 20:00
259

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
374

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1021

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად
02.აპრილი.2019 22:05
416

"კუმისის" დამფუძნებელი: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ

ვრცლად
02.აპრილი.2019 21:20
1121

პარიზში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

ვრცლად
30.მარტი.2019 17:50
275

ბეჟან წაქაძე: ყველა სამშენებლო პროექტს ფინანსური უზრუნველყოფის ცნობა უნდა ჰქონდეს

ვრცლად