მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორბელიანის მოედნის მიმდებარედ ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

62aad54dc2612
BM.GE
16.06.22 10:58
887
საფორტეპიანო მუსიკის ფესტივალთან (Tbilisi Piano Fest) დაკავშირებით, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ათონელისა და ორბელიანის ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა 17 ივნისის 07:00 საათიდან 20 ივნისის 03:00 საათამდე იმოქმედებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება მშრალი ხიდის მიმართულებით, ათონელის ქუჩიდან იტალიის ქუჩის გავლით შეეძლებათ.

ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ამომსვლელი სატრანსპორტო საშუალებები ორბელიანის ქუჩამდე გადაადგილდებიან და შემდეგ, მტკვრის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.