10.სექტემბერი .2020 17:09

ორბელის თემში ინფიცირების 12 შემთხვევაა - რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი

views 387
უკან

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ცაგერის მუნიციპალიტეტის ორბელისა და ლაჯანას თემები ჩაიკეტა.

როგორც BM.GE-ის რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო სვანეთის გუბერნატორობის მოვალეობის შემსრულებელმა განუცხადა, ორბელის თემში ამ დროისთვის ინფიცირების 12 შემთხვევაა დადასტურებული.

„რადგანაც ორბელისა და ლაჯანის თემები ახლომდებარეა ერთმანეთთან გადაწყდა, რომ ორივე თემში მკაცრი შეზღუდვები აგვემოქმედებინა და ადგილობრივების გაფართოებული ტესტირება ჩატარებულიყო“, - განმარტა გიორგი მაქარაშვილმა.

ცნობისთვის, შსს-ის ინფორმაციით, პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, აღნიშნულ დასახლებებში შემსვლელი და გამომსვლელი მოქალაქეების სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირების პროცესს აქტიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს.

აღსანიშნავია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას ვირუსის გავრცელების აღმოსაფხვრელად მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა