მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორი დღით ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

5f64e8cc504f5
BM.GE
18.09.20 22:00
800
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ16-კმ17 მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია დრიფტში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2020 წლის 26 და 27 სექტემბერს, 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.