მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორი ფაქტორი, რომელიც ფულადი გზავნილების ზრდაზე მოქმედებს - ევა ბოჭორიშვილის მოსაზრება

60acda56bbec7
ლიკა გურაბანიძე
25.05.21 21:41
676

ფულადი გზავნილები 2019 წლის დონესთან მიმართებაში დაახლოებით 41%-ით გაიზარდა. როგორც “საქმიან დილაში” Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა, აქ ორი ფაქტორი მოქმედებს.

“ერთი ის, რომ ქვეყნებში, სადაც ჩვენი ემიგრანტები არიან დასაქმებულები ეკონომიკურად უკეთესი სიტუაციაა და მეორე ის, რომ ეს ნაკადები პანდემიამდე ფიზიკურად მოდიოდა, ხოლო ახლა ეს გაციფრულდა და ესეც არის ზრდის განმაპირობებელი. ასევე უნდა გამოვყოთ ხუთი ქვეყანა, საიდანაც აპრილში გზავნილების ზრდა მოხდა. ესენია რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, ისრაელი და აშშ. ოთხ თვეში დაახლოებით 700 მლნ დოლარამდეა ქვეყანაში შემოსული, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და ეს არის 48%-იანი ზრდა წინა წლის ოთხ თვესთან შედარებით.” - განმარტა ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება ტურიზმის შემოსავლების ზრდა, ბოჭორიშვილის თქმით, ის თითქმის გაექვსმაგებულია.

“აპრილში ტურიზმის შემოსავლები 50 მლნ დოლარია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის გაექვსმაგებულია. აქაც პოზიტიურ ტენდენციებს ველოდებით, თუმცა ვირუსი კვლავ ერთ-ერთ გაურკვეველ ფაქტორად რჩება. 1,2 მლრდ დოლარის შემოსავლის მიღებას ვფიქრობთ იმ დაშვებით, რომ სახმელეთო საზღვრებიც გაიხსნება. ეს არის დაახლოებით 2019 წლის დონის შემოსავლის 36%", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.