მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორი კვირის განმავლობაში მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი იზრდება

5df7bc6d5f4c5
ლევან თაღიაშვილი
16.12.19 22:42
1051
ორი კვირის განმავლობაში მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი ზიგზაგისებურად, თუმცა, მაინც იზრდება. ნიუ-იორკში 29 ნოემბრის შემდეგ ბარელზე მატება თითქმის 5 დოლარია და ამჟამინდელი ფასი 60 დოლარი და 7 ცენტია.

ტრენდი განმეორდა ლონდონშიც, სადაც უფრო მაღალი ხარისხის ნავთობი ივაჭრება. 3 დეკემბრის შემდეგ ფასი აქაც 5 დოლარითაა გაზრდილი და Bloomberg-ის მიხედვით, ბარელი ნავთობი 65 დოლარად და 22 ცენტადაა შეფასებული.
მთავარი ფაქტორები, რამაც ფასების ზრდაზე იმოქმედა, კვირის ბოლოს გავრცელებული სიახლე იყო „სავაჭრო ომის“ შესახებ. აშშ-ი და ჩინეთი, ხელშეკრულების პირველ ეტაპზე შეთანხმდა, რამაც ბაზარზე დადებითი მოლოდინები გააჩინა.

რაც შეეხება Saudi Aramco-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებს, მისი აქციების ფასი დაახლოებით 1 დოლარით გაიზარდა და ამჟამად 9 დოლარად და 80 ცენტადაა შეფასებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანიის ღირებულება თითქმის 2 ტრილიონ დოლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება საქართველოს, ორთვიანი პაუზის შემდეგ ნავთობკომპანიებმა მცირედით, მაგრამ მაინც გააიაფეს საწვავი. ხუთიდან ოთხ ძირითად ბენზინგასამართ სადგურზე უფრო იაფად შეძლებთ ბენზინის ყიდვას. კლება 2-დან 5 თეთრამდე მერყეობდა.