დედოლარიზაცია და მომხმარებელთა დაცვა - ეს არის ის ორი საკითხი, რომლებზეც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის თქმით, ის სებ-ის ახალ პრეზიდენტთან ერთად იმუშავებდა. მესტვირიშვილი BMG-ის გადაცემა „ანალიტიკას“ სტუმრობდა, სადაც იმ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც 2023 წლის დეკემბრის ბოლომდე აპირებს მუშაობას. დეკემბერში კი მისი ვადაც იწურება.
„ახალი პრეზიდენტის პრიორიტეტები მასზე და სხვა საბჭოს წევრებზეც იქნება დამოკიდებული. თუმცა მე რასაც ვისურვებდი, არის დედოლარიზაცია და ასევე, მომხმარებელთა დაცვის კუთხით მნიშნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ქვეყანაში, თუმცა გაუმჯობესების პოტენციალი ნამდვილად დიდია. ალბათ, ეს იქნება ორი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც შემდგომი ნაბიჯები უნდა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ამასთან არის დაკავშირებული კაპიტალის ბაზრის განვითარება, და ზოგადად ქვეყანაში მაკროეკონომიკური რისკების შემცირება, რაც სხვადასხვა რეიტინგი, მათ შორის FITCH-ის რეიტინგში იმედია, რომ გაუმჯობესებას მოგვცემს. რაღაც ეტაპზე უნდა გადავიდეთ საინვესტიციო რეიტინგზე, რომელიც ფაქტობრივად, ქვეყანას სხვა დონეზე გადაიყვანს“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას - აპირებს თუ არა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები სებ-ის პრეზიდენტის პოზიციაზე მესტვირიშვილის კანდიდატურის წარდგენას, ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა უპასუხა: „ამაზე ჩვენ არ გვისაუბრია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა არის ქვეყანაში ყველაზე რთული პოზიცია და არ ვიცი საბჭოს სხვა წევრების სურვილები“.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის საბჭო კანონმდებლობის მიხედვით 9 წევრისგან შედგება. ამჟამად ის 8 წევრისგან არის შემდგარი, ხოლო კობა გვენეტაძის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ საბჭოს შემადგენლობა 7 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული. სებ-ის საბჭოს წევრებს პარლამენტი 7 წლით ამტკიცებს. კობა გვენეტაძე კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს თვის ბოლოს დატოვებს.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი