მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორი რეფორმა, რომელიც ირაკლი კოვზანაძის აზრით, წარმატებით განხორციელდა

5db866b690f3e
თელარა გელანტია
29.10.19 22:30
851
საქართველოს აქვს კარგი გამოცდილება რეგიონში საფინანსო სექტორში წარმატებული რეფორმების განხორციელების კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას სავალუტო ფონდიც აღნიშნავს-ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე სსფ-ს ანგარიშს, რომლის მიხედვით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში 2003 წლის შემდგომ საგადასახადო და ფისკალური კუთხით განხორციელებულ რეფორმებს წარმატების მაგალითს უწოდებს.

ირაკლი კოვზანაძე საფინანსო სექტორში ბოლო ორ რეფორმას ასახელებს, რომელიც მისი თქმით წარმატებით განხორციელდა.

„საფინანსო სექტორში რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს, მათ შორის გამოვყოფ ბოლო ორს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წარმატებით განხორციელდა: ეს არის დეპოზიტების დაზღვევა და მოგების გადასახადის ე.წ. „ესტონური მოდელი". ამ მიმართულებით ჩვენ კარგი გამოცდილება გვაქვს და საქართველოს არის მოწინავე რეგიონში საფინანსო სექტორში რეფორმების განხორციელების კუთხით", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

შეგახსენებთ, რომ სსფ-ის ანგარიშში, რომელიც ცენტრალური აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და კავკასიის რეგიონს ეხება, "ქეის სთადის" სახით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები წარმატებულად არის შეფასებული.