30.ნოემბერი .2022 21:35

“ორი წელია ორნიშნა ინფლაცია გვაქვს და ეს მტკივნეულია მოსახლეობისთვის” - კოვზანაძე

“ორი წელია ორნიშნა ინფლაცია გვაქვს და ეს მტკივნეულია მოსახლეობისთვის” - კოვზანაძე
views 529
უკან

საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ინფლაციაა. ორი წელია ორნიშნა ინფლაცია გვაქვს და ეს მტკივნეულია მოსახლეობისთვის”, - ეს შეფასება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა.

ირაკლი კოვზანაძე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც საქართველოში ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა სელიმ ჩაქირმა აღნიშნა, მაღალი ინფლაცია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის გამოწვევაა, რომელსაც ცენტრალური ბანკები მკაცრი მონეტარული პოლიტიკით პასუხობენ.

„ვფიქრობ, საბიუჯეტო პროცესებმა უნდა უზრუნველყოს 2023 წლის მონეტარული და ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნება - სავალუტო ფონდის დღევანდელი პრეზენტაცია ამაში კიდევ ერთხელ მარწმუნებს. ინფლაციის შემცირება და ეკონომიკის ინკლუზიურობის ზრდა - ეს არის მთავარი და 2023 წლის ბიუჯეტი ამის საფუძველი უნდა იყოს, ამისკენ უნდა იყოს გადადგმული ნაბიჯები“, - თქვა ირაკლი კოვზანაძემ.

ცნობისთვის: ოქტომბერში წლიური ინფლაცია 10.6% იყო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ-ი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას დაიწყებს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინები შემცირდება. ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 11%-ია. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა