04.მაისი .2021 10:21

„ორჯერ აცრილი მოსახლეობის 60% გარე სივრცეში პირბადეს მოვიხსნით“ - გამყრელიძე

„ორჯერ აცრილი მოსახლეობის 60% გარე სივრცეში პირბადეს მოვიხსნით“ - გამყრელიძე
views 2436
უკან

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩინური წარმოების ვაქცინით „სინოფარმით“ აიცრა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „აცრების და იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დამთავრდება“.

NCDC-ის ხელმძღვანელი თვლის, რომ ყველა მოქალაქემ თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს და ვაქცინაციის პროცესში უნდა ჩაერთოს, რათა ეპიდემია დასრულდეს.

„პანდემიის დასრულების მთავარი გზა ჩვენს ქცევაზე გადის... ყველას გვიკეთია დღეს ნიღბები და ისინი გარკვეული პერიოდი კიდევ დაგვჭირდება, მაგრამ თუ ავიცრებით 2-ჯერ, მოსახლეობის 60% ამ ნიღაბს გარე სივრცეში უკვე მოვიხსნით, ანუ თუ ჩამოგვიყალიბდა კოლექტიური - საზოგადოებრივი იმუნიტეტი.

დღეს აცრები საქართველოს 91 წერტილში, 137 ბრიგადით წარმოებს. ამ დრომდე საშუალოდ დღიურად 1 200 – 1 500 აცრა გვქონდა. დღეს უკვე წინასწარი ჯავშნების მიხედვით სამივე ვაქცინით ქვეყანაში 2 800-მდე ადამიანი უნდა აიცრას. მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება და მაისს-ივნისში ყოველდღიური აცრების რაოდენობა 5 000 -6 000 ფარგლებში უნდა გვქონდეს. მაშინ ჩვენ წავალთ იმ მიზნისკენ, რაც დეკემბრისთვის გვაქვს დასახული და ეს მიზანი ჯანმრთელი საქართველოა, რომ ყოველდღიურად აღარ გქვონდეს 10-15 ადამიანის გარდაცვალება. 300-500 აცრა ეს ერთი გადარჩენილი სიცოცხლეა. გავითავისოთ და მოვიხადოთ ყველამ ჩვენი სამოქალაქო ვალი, რათა დავასრულოთ ეპიდემია ჩვენთან და პანდემია მსოფლიოში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.