მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ორჯერადად აცრილებისთვის სწრაფ ტესტებს სახელმწიფო დააფინანსებს“ - გამყრელიძის რეკომენდაცია

611f8e148130e
ვიქტორია მღებრიშვილი
20.08.21 15:10
2159
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის რეკომენდაციით, ორჯერადად აცრილებისთვის სწრაფ ტესტებს სახელმწიფო დააფინანსებს. ამის შესახებ მან NCDC-ის მიერ გამართულ ყოველკვირეულ ვებინარზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქმე ისაა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით მიმართა, რომლის მიხედვით, პირებმა, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში არ ჩაერთვებიან, საჭიროების შემთხვევაში, კოვიდ-ტესტირების ხარჯები თავად უნდა აანაზღაურონ.

ამირან გამყრელიძემ დღეს დააზუსტა, რომ ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს.

„არ გავუწევთ რეკომენდაციას, რომ ორჯერადად აცრილებისთვის სწრაფი ტესტი ფასიანი იყოს. ორჯერადად აცრილებისთვის, ვისაც რეგულარული ტესტირება ეკუთვნით, მათ სახელმწიფო დააფინანსებს. ვინც არ იქნება აცრილი, მათზე ვფიქრობთ, რომ შევიდეთ ამ წინადადებით. ვისაც აცრა ეკუთვნის, გარკვეული დროის შემდეგ, ამას საბჭო დაადგენს - როდის, კეთილი ინებონ და დამსაქმებელმა ან დასაქმებულმა უზრუნველყოს ტესტირების ფასის გადახდა. ჩვენ ვთავაზობთ, რომ აიცრან. თუ აბსოლუტური წინააღმდეგ ჩვენებაა და ვერ იცრებიან მათთვის კოვიდ-ტესტი ისევ უფასო დარჩება“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.