მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორმოცდამეერთე ევრობასკეტის თასი კალათბურთის გულშემატკივრებისთვის SOLO ლაუნჯში განთავსდა

62f8a18daf2ba
BM.GE
14.08.22 12:53
836
14 აგვისტო, 2022 - საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე, სპორტის მხარდამჭერი ბანკი, აგრძელებს ქართული კალათბურთის ხელშეწყობას. საქართველო ევრობასკეტს 1 სექტემბრიდან - 7 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. იმისთვის რომ კალათბურთის გულშემატკივრებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, ენახათ ორმოცდამეერთე ევრობასკეტის მთავარი ჯილდო - თასი, ის ჭავჭავაძის 29-ში არსებულ SOLO ლაუნჯში, 12 აგვისტოს, დროებით განთავსდა.

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი ჯგუფი 1-7 სექტემბრის ჩათვლით თბილისში ჩატარდება და შემდეგ ბერლინში გადაინაცვლებს. საქართველოსთან ერთად მასპინძელი ქვეყნები ჩეხეთი, გერმანია და იტალია არიან.

ევრობასკეტში ევროპის საუკეთესო 24 გუნდი იღებს მონაწილეობას.

საქართველოსთან ჯგუფში ესპანეთი, მონტენეგრო, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან. საქართველოს ნაკრები ამ გუნდებთან თამაშს 1, 3, 4, 6 და 7 სექტემბერს გამართავს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს პირველი თამაში 1 სექტემბერს, ბელგიასთან ექნება და ის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ევრობასკეტამდე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჰოლანდიასა და იტალიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ბანკი - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი პარტნიორია.

(NS)