მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ინფლაციას აბალანსებს - ღარიბაშვილი

633c44df6249f
მარიამ ვარადაშვილი
04.10.22 18:35
535
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ინფლაცია მსოფლიოს გამოწვევაა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ინფლაციის გაცილებით მაღალი მაჩვენებელია.

„ინფლაცია არის მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევა. ეს გამოიწვია პირველ რიგში, პანდემიამ, მაშინ მკაცრი ლოქდაუნი იყო თითქმის მთელ მსოფლიოში. ამას დაემატა ომი, რაც მიმდინარეობს უკრაინაში. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მთელი ევროზონის ინფლაციის მაჩვენებელი - საშუალო მაჩვენებელი არის უკვე ორნიშნა ინფლაცია, 11%-ია, თუ არ ვცდები. ევროკავშირში, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ბაზარი, მთავარი ეკონომიკაა მსოფლიოში. ევროპის წამყვან სახელმწიფოებში, მათ შორის, გერმანიაში, საფრანგეთში, ბალტიისპირეთში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ზოგიერთ ქვეყნებში 20%-ს ასცდა ინფლაცია, ზოგან არის 25%, ევროპის სახელმწიფოებში მეგობრებო, ეს კარგად უნდა გავითვალისწინოთ. მთავარი განსხვავება, რაც ჩვენ გვაქვს, არის რომ იქ, ჩვენგან განსხვავებით არის ეკონომიკის შემცირება, რეცესია. ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც აბალანსებს ამ გამოწვევას”,-აცხადებს ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, უკვე მეორე წელია მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა.