“10%-იანი ეკონომიკური ზრდა ნორმალური მაჩვენებელია იმ ფონზე, როცა ქვეყანას რუსეთიდან შემოსული სახსრები ავსებს, რადგან საქართველოში ძალიან ბევრი რუსი და უკრაინელი ჩამოვიდა,” – ამის შესახებ BMG-ის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლიმ განუცხადა.
საქმე ის არის, რომ ვიდრე საქსტატის ეკონომიკური ზრდის ანგარიში გამოქვეყნდებოდა, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ზედიზედ 2 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა სწორი პოლიტიკის შედეგია“.
ფადი ასლი ქვეყნის პრემიერს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ეკონომიკის 10%-იანი ზრდა გონივრული პოლიტიკის დამსახურება სულაც არ არის და სინამდვილეში ეს მაჩვენებელი წელს საქართველოში რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეების შემოდინების დამსახურებაა.
„ისინი აქ დასაქმდნენ, ბიზნესის განვითარებას ცდილობენ, რადგან საკუთარ ქვეყნებს გამოურბიან. თუმცა, საკითხი, რომელშიც მთავრობას არ ვეთანხმები, ეს არის - რატომ გვაქვს ასეთი ზრდა. ისინი ამბობენ, რომ ეს მათი ძალიან ბრძნული ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებაა. სინამდვილეში ეს არ არის მათი გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურება, ეს არის ბევრი უცხოელის შემოტანილი თანხის დამსახურება. წელს რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარია გადმორიცხული, რაც მეტია იმ ფულადი გზავნილების ოდენობაზე, რაც 3-4 წლის წინ გვქონდა. სწორედ ეს იძლევა წარმოდგენას, თუ რატომ იზრდება ეკონომიკა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია ქვეყნისთვის. ვგულისხმობ იმას, რომ რაც უფრო მეტად გაიზრდება ეკონომიკა, მით უკეთესი იქნება, რადგან ეს შექმნის მეტ სამუშაო ადგილს. თუმცა, ჩვენ მხოლოდ ამას ვერ დავეყრდნობით, რა მოხდება, თუ ომი დასრულდება და რუსები და უკრაინელები საკუთარ ქვეყნებს დაუბრუნდებიან? ჩვენ დავბრუნდებით იქ, სადაც 2020 წელს ვიყავით,“ - განაცხადა ფადი ასლიმ.
ფადი ასლი ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად უნდობლობას ასახელებს - როცა ქვეყანაში ერთმანეთის ნდობა არც საზოგადოებას და მთავრობას, არც მთავრობას და ოპოზიციას და არც ინვესტორებს და მთავრობას აქვს. მისივე თქმით, თუკი უნდობლობის პრობლემა საქართველოში არ გადაიჭრება, წლიდან წლამდე ჩვენი ქვეყნით უფრო და უფრო ნაკლები ინვესტორი დაინტერესდება, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე ცალსახად ნეგატიურად აისახება.
„ნდობა არ არსებობს. არავინ არავის ენდობა. ოპოზიცია არ ენდობა ხელისუფლებას, ხელისუფლება არ ენდობა ოპოზიციას. ინვესტორები არ ენდობიან მთავრობას. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ნდობის ძალიან სერიოზული პრობლემა და თუ ტენდენციებს არ შევცვლით და ხალხი ერთმანეთის ნდობას არ დაიწყებს, ვერასოდეს მივაღწევთ სათანადო ეკონომიკურ ზრდას და ქვეყნის სწორ განვითარებას. აქ დღეს ყველას ყველას სძულს და სიძულვილით ქვეყანას ვერ ავაშენებთ. სიძულვილი უნდა შეწყდეს. ნდობის სერიოზული პრობლემაა. მთავარი კი ისაა, რომ ინვესტორები აღარ ენდობიან ქართველებს,“ - განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება