ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი თვლის, რომ დღეს ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რეალური არ არის, თუმცა ყველანაირი შესაძლებლობაა იმის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ბიზნესმენის შეფასებით, მშპ-ს ზრდა შეიძლება სებ-ის მხრიდან ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდამ შეაფერხოს, რაც მისი აზრით, დაუშვებელია.
„ახლა საუბარია იმაზე, როგორ შეაჩერონ ეკონომიკის ზრდა... ეკონომიკა ავტომატურად შეჩერდება. პირიქით, ამ ქვეყანაში ყველა წინაპირობაა იმის, რომ გაიზარდოს, განსაკუთრებით არასამომხმარებლო სესხები, რომელიც 200 000-მდე ლარშია და ლარის სესხი გაუგონარ საპროცენტო განაკვეთამდე 18%-მდეა მისული, დოლარის დაკრედიტებას ამცირებენ კორპორატიული კლიენტებისთვის და სხვადასხვა უამრავი ბერკეტია ასეთი.
ჩვენ იმის პრევენციას ვაკეთებთ, რომ ეს არ გააკეთონ, თორე არც შეგვეკითხებიან და ერთ დილას ეს გაკეთებული დაგვხვდება.
მინიმალური სავალდებულო რეზერვების, რაც ოდესღაც 30-დან 25%-მდე დავწიეთ, ამის უკან დაბრუნებაზე საუბრობენ. თუ გვინდა რეალური ეკონომიკური ზრდა, მე ვითხოვ განულებას. რა თქმა უნდა დღეს ეკონომიკური ზრდა რეალური არ არის“, - განაცხადა პაპაშვილმა.
ბიზნესმენი თვლის, რომ დღეს არსებული ეკონომიკური ზრდა, გაზრდილი გადმორიცხვების, ტურიზმის მაღალი მაჩვენებლის და გააქტიურებული გადაზიდვების შედეგია, თუმცა ამბობს, რომ არც ტურიზმისთვის და არც ლოგისტიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ქვეყანაში არ არის. პაპაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა გაიზრდება, ბიზნესი, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს სესხის გაძვირების გამო, კრედიტს დოლარში აღარ აიღებს და პროექტებს აღარ განახორციელებს. ეს კი ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.
ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკა მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა. 2022 წლის პირველ 5 თვეში კი ეკონომიკური ზრდის ჯამური მაჩვენებელი 11.2% იყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი