მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება გრძელვადინი პერიოდით შეუძლებელია“ - ლეჟავა

633408d25832c
ვიქტორია მღებრიშვილი
28.09.22 12:46
651
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ პაპუნა ლეჟავას განცხადებით, მომავალში ფულადი გზავნილების შემცირება, ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებაზე გავლენას არ იქონიებს. ამის შესახებ მან BM.GE-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

BM.GE დაინტერესდა, რამდენად მდგრადია ეკონომიკური ზრდა, რა წვლილი შეაქვს მთავრობას ეკონომიკურ ზრდაში და ქვეყანაში არსებული გაურკვეველი მდგომარეობის გამო არსებული რისკები სებ-ს მთავრობაში თუ აქვთ გავლილი, პაპუნა ლეჟავამ 2021 წელს პანდემიის რეგულაციების მოხსნის ეკონომიკაზე გავლენა განმარტა და განაცხადა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება გრძელვადიანი პერიოდით შეუძლებელია.

„ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება გრძელვადინი პერიოდით შეუძლებელია, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ პატარა, ღია ეკონომიკის ქვეყანა ვართ, ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშვნელოვანწილად საერთაშორისო გარემოსა და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყო საბაზისო ეფექტით და ეკონომიკის გახსნით, თუმცა მაღალი ზრდის ტემპი 2022 წელსაც შენარჩუნდა.

მოგეხსენებათ, წლის მეორე ნახევრიდან ის შეზღუდვები, რაც პანდემიის გამო იყო დაწესებული დიდწილად მოიხსნა და ამან ეკონომიკას ერთგვარი ბუსტი მისცა და ეს წელსაც გაგრძელდა.

რა თქმა უნდა, ტურიზმს ყოველთვის ექნება მნიშვნელოვანი გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, მათ შორის პანდემიამდე ეკონომიკის ერთ-ერთ ძირითადი მამოძრავებელი ძალა ტურიზმი იყო და მომავალში ეს სავარაუდოდ გაგრძელდება. რაც შეეხება გზავნილებს, ამის რა ნაწილი ხვდება ეკონომიკაში და რა ნაწილი ხვდება ბანკებში ესეც საყურადღებოა, ომის დაწყებიდან არარეზიდენტების დეპოზიტები დაახლოებით 1.5 მლრდ ლარით გაიზარდა, ამ თანხების ნაწილი გზავნილების სტატისტიკაშიც აისახა, თუმცა ეს გზავნილები ეკონომიკურ ზრდას რ მოხმარებია და გზავნილები საბანკო დეპოზიტებზე დარჩა. შესაბამისად, მომავალში ამ გზავნილების შემცირება ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებაზე გავლენას არ იქონიებს“, - განმარტა ლეჟავამ.