მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ორნიშნა ზრდა დროებით ფაქტორებზე იყო დაფუძნებული“ – EBRD-ის მთავარი ეკონომისტი

6427e8b862c00
ელენე კვანჭილაშვილი
01.04.23 12:51
705
„საქართველომ ისარგებლა რუსი ემიგრანტების და კაპიტალური ნაკადების შემოდინებით, მაგრამ ეს ზრდა სტაბილურ, მდგრად ზრდაში არ უნდა აგვერიოს“, – ამის შესახებ EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა დიმიტარ ბოგოვმა ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკაში“ განაცხადა.

დიმიტარ ბოგოვის თქმით, მშვენიერია, რომ საქართველო შარშან ზრდის საუკეთესო მაჩვენებელზე გავიდა – ეკონომიკურმა ზრდამ 10%–ს გადააჭარბა – თუმცა მისივე შეფასებით, ორნიშნა ზრდა დროებით ფაქტორებზე იყო დაფუძნებული.

„სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, როცა მომავლისკენ ვიყურებით. წელს, მაგალითად, ჩვენი პროგნოზია, რომ საქართველო დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ საშუალო ტრენდს, რომელიც პანდემიამდე ჰქონდა, რაც დაახლოებით 5%–ია“ – განაცხადა EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა.

დიმიტარ ბოგოვის თქმით, საქართველომ აჩვენა, რომ შეუძლია 5%–იანი ზრდის მიღწევა და საშუალოვადიან პერსპექტივაში მისი შენარჩუნება. „ ეს, ჩემი აზრით, ძალიან კარგი მაჩვენებელია“, – განაცხადა EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა.