მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორპირი-საწირეს მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

5e2aba3a3840d
BM.GE
24.01.20 13:33
880
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ1-კმ38 (ორპირი-საწირე) მონაკვეთზე, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

მათივე ცნობით, თოვის გამო, შეზღუდვა რჩება ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.