მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორშაბათს ჭავჭავაძის ნაწილზე მოძრაობა სრულად აღდგება

5d7ba6c3b6e87
თათია ჩაფიჩაძე
13.09.19 18:23
1007
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ვარაზისხევიდან “პიქსელამდე” მონაკვეთზე ასფალტის დაგება დღეიდან დაიწყება.

ვარაზისხევიდან პიქსელამდე მონაკვეთზე ასფალტის დაგების სამუშაოები დღეიდან დაიწყება. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გალაქტიონ ბუაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ჭავჭავაძის აღნიშნული ნაწილი ორშაბათისთვის სრულად გაიხსნება.

„სამუშაოები მიმდინარეობდა სექციებად, პირველ ეტაპზე ჩაიკეტა ვარაზისხევიდან პიქსელამდე მონაკვეთი, სადაც უკვე შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელსაც ყველაზე დიდი დრო სჭირდებოდა.

დაახლოებით 2 კვირის წინ დაიწყო საგზაო სამუშაოებისთვის მოსამზადებელი პროცესი და უკვე დღეს ღამე პიქსელიდან ვარაზისხევის მონაკვეთზე იწყება ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები და ორშაბათისთვის ეს მონაკვეთი იქნება გავლადი.

პარალელურად გრძელდება სამუშაოები შემდეგ მონაკვეთზე, ეს არის პიქსელიდან თურქეთის საელჩომდე მონაკვეთი. ამ დროითვის მიმდინარეობს პირველადი სამუშაოები მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის და შესაბამისად შემდეგ დაიგება.

ჭავჭავაძის გამზირს რაც შეეხება არანაირი ვადაგადაცილება არ არის, პირიქით, ცოტა წინსწრებითაც კი ხდება სამუშაოების წარმოება. უბრალოდ გამომდინარე იქიდან, რომ ჭავჭავაძის გამზირის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად მისი აშენების შემდეგ ასეთი სამუშაოები არ ჩატარებულა, შესაბამისად დრო სჭირდება, თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ის ნაწილი სადაც სასწავლო დაწესებულებებია, ალფალტ-საფარის ქვეშ იქნება ორშაბათისთვის“, - განაცხადა ბუაძემ.

მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულდა კანდელაკის ქუჩაზე და ასევე ბუდაპეშტის ქუჩის ნაწილზე.